მსოფლიო ვარსკვლავი ჯიმი საქსი კამპანიას – ‘’ Spend 4 Seasons in Georgia’’ უერთდება
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქსოფონისტი – ჯიმი საქსი საქართველოში სპეციალური შოუ-პროგრამით ბრუნდება.
პლანეტის ვარსკვლავი მაყურებელს ენერგიით სავსე და ყველასათვის დასამახსოვრებელ კონცერტს ჰპირდება. მანამდე კი ის ‘’ Spend 4 Seasons in Georgia’’ – ს კამპანიას უერთდება და ვიდეოს აქვეყნებს.
„მე ჯიმი საქსი ვარ. მეგობრებო, როგორც იცით მე ვბრუნდები საქართველოში 8 მარტს. თბილისის სპორტის სასახლეში საოცარ შოუს გპირდებით, რომელიც შეიძლება ორ საათს გაგრძელდეს და ის ენერგიითა და საოცარი მუხტით იქნება სავსე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს დახმარებისთვის, რომელთან ერთადაც საოცარ შოუს გპირდებით. აქვე ვუერთდები კამპანიას და მოგიწოდებთ ‘’გაატარეთ 4 სეზონი საქართველოში“ – ჯიმი საქსი.