თბილისის ციფრული სივრცე გუსტავ კლიმტის გამოფენას უმასპინძლებს
6 თებერვლიდან, თბილისის ციფრული სივრცე გუსტავ კლიმტის ციფრულ გამოფენას უმასპინძლებს.
თქვენს წინაშე გაცოცხლდება კლიმტის 60 – მდე ნამუშევარი, ასევე მზადდება მოკლე ფილმი, რომელიც მაყურებელს უფრო ახლოს გააცნობს კლიმტის ხელოვნებას. გამოფენის კულმინაცია ყველასათვის საყვარელი ნამუშევარი “კოცნა” იქნება .
“ფრეას ცრემლები” არ არის კლიმტის ნამუშევარი, თუმცა ის თავისი ისტორიის წყალობით გამოფენაზე მაინც იქნება წარმოდგენილი.
„ვისაც უნდა რამე იცოდეს ჩემ შესახებ…მან საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ჩემი ნახატები…” – ეს სიტყვები გუსტავ კლიმტს ეკუთვნის, რომელიც ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ – ნუვო მოძრაობის წევრი იყო. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ – გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი.