ფრანგი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საბჭოთა პერიოდის მიტოვებული ულამაზესი ქართული სანატორიუმი

ისტორიით დაინტერესებული ფრანგი ფოტოგრაფი საქართველოს ესტუმრა და წყალტუბოში მიტოვებული სანატორიუმის ფოტოები ფირზე აღბეჭდა.

‘’მე მქვია დიმიტრი, ვარ ფოტოგრაფი და ვცხოვრობ საფრანგეთში. ცნობილია ჩემი ბრენდის სახელი Jahz (Jahz Design).

ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ისტორიით და არქიტექტურული ნაშთებით. დღეს მე ფოტოზე აღვბეჭდე საბჭოთა პერიოდის მიტოვებული ულამაზესი ქართული სანატორიუმი“, – წერს ფრანგი ფოტოგრაფი და ფოტოებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ოდესღაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა დღესაც 22 სანატორიუმს ითვლის, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები