სამხრეთ კორეაში ქართულ ქვევრის ღვინოს ეცნობიან 

3 თებერვალს, სეულის ერთ-ერთ ღვინის სპეციალიზებულ რესტორან “ONEUL”-ში  ქართული ღვინის საღამო გაიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციის შესახებ, დამსწრეებს კი საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნბეინათ ქვევრის ღვინო.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სეულის წამყვანი რესტორნებისა და კვების ობიექტთა ქსელების შეფ-მზარეულები, სომელიეები და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები. საღამო ფოკუსირებული იყო ქართული ღვინის იმპორტით დაინტერესებულ პირებზე და სოციალური ქსელების მეშვეობით მის შესახებ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ცნობადობის გაზრდაზე.

Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.