როგორ მიაგეს პატივი ფრანგმა პოლიტიკოსებმა გარდაცვლილი ქართველი მორაგბის ხსოვნას 

“პარიზში პოლიტიკოსების გუნდის მატჩზე ვიმყოფებოდი. “გროლეს” მოთამაშის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მივაგეთ. ბრავო ჩემს კოლეგებს და მადლობა მათ ბექას ოჯახისათვის შეგროვებული თანხისათვის”, – წერს პოლიტიკოსი მერი-კრისტინ ვერდიე-ჟუკლა Twitter-ში.

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები თამაშობენ.

2 თებერვალს პოლიტიკოსების გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მათ ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ასევე, პოლიტიკოსებმა შეაგროვეს თანხა, რომელსაც გარდაცვლილი ქართველი მორაგბის ოჯახს გადასცემენ.

26 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი 26 იანვარს  საფრანგეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

წყარო: fanebi.com 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები