ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ქართული დიასპორის შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 2 თებერვალს საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა.

შეხვედრისას საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია დიასპორული ვებ-პორტალის www.gda.ge-ს შესახებ, განხილულ იქნა ვებ-პორტალის სტრუქტურა, მიზნები და შესაძლებლობები.

ასევე, ქართველ თანამემამულეებს დაურიგდათ ინფორმაციული მასალა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დიასპორასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების ხედვის და გეგმების თაობაზე ინფორმაციის გაცნობასთან ერთად, საქართველოს ელჩი მათ საელჩოს მიერ 2020 წლის პერიოდისთვის დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელშიც აქტიური მონაწილეობის სურვილი ქართული დიასპორის წევრებმა დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.