ბავშვთა პირველი საერთაშორისო ფესტივალი მხატვრულ ტანვარჯიშში

ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის ორგანიზებით, 2020 წლის 3-6 ივლისს, ბათუმში ჩატარდება ბავშვთა პირველი საერთაშორისო ფესტივალი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც 3 დღეს  გაგრძელდება და მასში 20- მდე ქვეყანა და 300 – მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის დასრულების შემდებ გაგრძელდება სპორტსმენთა შეკრება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ტანმოვარჯიშეების განვითარებისთვის.

ფესტივალის მონაწილე სპორტსმენებს, ქართველ მსაჯებთან ერთად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და ექსპერტები შეაფასებენ.

ფესტივალი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას პატარა ასაკიდან და ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.