საქართველოს სტენდმა გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ტიტული მიიღო

ამ წუთებში, აჭარის ტურისტულ პროდუქტებს “EMMIT 2020”- ზე ეცნობიან. სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ტურისტული სერვისები იწვევს.

ვიზიტორებს  შორის ბევრია თურქეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველები “ჩვენებურები”, რომლებმაც სტენდთან ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. საქართველოს სტენდმა გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ტიტული მიიღო.

”EMMIT 2020”- ზე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი და მას საშუალოდ 60,000 -ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები