პროექტი “წიგნიერი” წელს მეექვსედ ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / National Library of Georgia -ის პროექტი “წიგნიერი” წელს მეექვსედ ჩატარდება. წელს “წიგნიერში” მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მათთვისაც, ვინც ცხოვრობს პარიზში, ბერლინსა და დუბლინში. საქართველოში კონკურსი ჩატარდება ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა. ესენია: ედუარდ ჰეილის “უსამშობლო კაცი”, მალალა იუსაფზაის “მე ვარ მალალა” და ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”. კონკურსის მონაწილეებმა ეს სამი ნაწარმოები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 4 აპრილს ერთდროულად საქართველოს ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში – და ევროპის 3 ქალაქში – პარიზში, დუბლინში, ბერლინში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2020 წლის 23 აპრილს — წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები