ვალენტინის დღეს ბერლინში ინოლა გურგულიას სიმღერები  შესრულდება

ავსტრიასა და ლიხტენშტაინში წარმატებით ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ქართული ტრიო “სამნი” (დავით შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, ნანა მჟავანაძე) გერმანიას პირველად ესტუმრება.

ვალენტინის დღეს, ბერლინის ქართულ რესტორანში “გამარჯობა”, ინოლა გურგულიას სიმღერები  შესრულდება.

ამ ლეგენდარული კომპოზიტორისა და მომღერლის მელანქოლიური, თუმცა სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ქალაქური სიმღერები ახალგაზრდა ქართველთა მთელი თაობის საკულტო ნაწარმოებებად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები