ქართველი ემიგრანტები გიორგი სინომიშვილის გადასარჩენ საქველმოქმედო აქციაში ერთვებიან 

დიასპორული ორგანიზაცია “გერმანიის ქართული სათვისტომო” 28 წლის ქართველის, გიორგი სიმონიშვილის გადასარჩენ საქველმოქმედო აქციას უერთდება. 

“ამ დროისათვის გერმანიის ქართული სათვისტომოს ფონდში გიორგი სიმონიშვილის სახელზე შემოსულია 720 ევრო. მისთვის თანხის შეგროვება ჩვენი ფონდის მეშვეობით გრძელდება 4 თებერვლის ჩათვლით.  გვინდა, შევუერთდეთ გიორგის მეგობრებს, რომლებიც მისთვის საქართველოში აგროვებენ თანხას და ჩვენს აქტიურ წევრებს და მხარდამჭერებსაც ვთხოვოთ მისი დახმარება. გიორგისთვის შეგროვებულ თანხას პირადად გადავცემთ მის მამას, რომელიც შვილთან ერთადაა მიუნხენში,” – ნათქვამია ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

28 წლის გიორგი სიმონიშვილს 8 იანვარს, პირველი შვილის დაბადებიდან მეორე დღეს, ექიმებმა ლიმფოდენოპათია და ლეიკემია დაუდგინეს. ის იანვრის შუა რიცხვებიდან მიუნხენში, Rechts der Isar-ის კლინიკაში გადის მკურნალობას და ექიმების თქმით მისი განკურნება თერაპიის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია. გიორგის მკურნალობის ხარჯები კი ოჯახის შესაძლებლობებს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები