საქართველო ვილნიუსის ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობს

ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე,  „Adventur 2020” საქართველო მეექვსე წელია აქტიურადაა ჩართული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის, პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ​ ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვის მატებას განაპირობებს.

“Adventur 2020”-ში საქართველოს წარმოადგენდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიები: „ვანდარლენდი“, „ქეფითალ თრეველი“ და „მეგობარი ტური“.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები