საქართველო და ქართველები სლაიდერი ყველა სიახლე წერილები

“მე გურჯი ვარ, გუჯისტანიდან” – როგორ იცნო ავტობუსის მძღოლმა საუკუნეების წინ დაკარგული მშობლიური ენა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ლიკა წიქარიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით  ქალაქ ვუპერტალში შემთხვევით გაცნობილი “გურჯის” შესახებ გვიყვება – როგორ იცნო ავტობუსის მძღოლმა საუკუნეების წინ დაკარგული მშობლიური ენა და როგორ უწოდებს დღემდე საკუთარ თავს გურჯს…

“წერა დიდად არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ რომ წერა ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. უბრალოდ დღეს ისეთი რამ შემემთხვა, მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ და გამიხარდება, თუ წაიკითხავთ.

მოკლედ, ავედი ავტობუსში და თან დედას ვესაუბრებოდი ტელეფონზე. მძღოლის უკან სავარძელზე დავჯექი და გავაგრძელე საუბარი (ვაღიარებ, ცოტა ხმამაღალი საუბარი ვიცი). დავინახე, რომ მძღოლმა რამდენჯერმე დაკვირვებით შემომხედა და შევეცადე, მაქსიმალურად ხმადაბლა მესაუბრა. ვიფიქრე, რომ საუბარმა შეაწუხა.

მოკლედ, ავტობუსიდან ჩასვლისას ისევ ვსაუბრობდი ტელეფონზე (იმდენი სათქმელი გვიგროვდება ხოლმე, რახანია ერთმანეთი არ გვინახავს). მაინც ხმამაღლა მკითხა:
-თქვენ გურჯისტანიდან ხართ, ხომ ასეა?
-კი, საქართველოდან ვარ. ვუპასუხე მე.
-თქვენ გურჯი ხართ? საუბარი ვიცანი. ჩვენ მეზობლები ვართ. საქართველოს საზღვართან ახლოს, თურქეთში ჩემს ქალაქში, 5000 გურჯი ცხოვრობს.
-სასიამოვნოა, ანუ თქვენ თურქეთიდან ბრძანდებით?! მივუგე მე.
-არა მე გურჯი ვარ – გუჯისტანიდან, მაგრამ ახლა გურჯისტანის ეს ნაწილი, სამწუხაროდ, თურქეთშია, ოსმალოების პერიოდიდან. მე კი თურქი კი არა, გურჯი ვარ.

მე გავოცდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იმდენად გულიდან იყო მისი სიტყვები წამოსული. მივუბრუნდი და ვუთხარი:
-თქვენ გულიანი გურჯი ხართ! დღეს იშვიათად შევხვედრივარ უცხოეთში ქართველს, ვისაც თქვენსავით გაეხარდებოდა ქართული ენის გაგონება და მით უმეტეს გამოგელაპარაკებოდა-მეთქი, სასიამოვნოა, რომ გაგიცანით-მეთქი და ავტობუსიდან ჩავედი.

მერე კიდევ დიდხანს მედგა თვალწინ გერმანელების გაოცებული სახეები, რომლებსაც საერთოდ ვერ გაეგოთ რა ხდებოდა და კიდევ იმ კაცის სახე –  თურქული შესახედაობის, მაგრამ ნამდვილი გურჯის გული რომ ჰქონდა.

ყოველთვის მეგონა, რომ საუკუნეების წინ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები ქართველები აღარ იყვნენ, რადგან მათ აღარც ენა,აღარც სარწმუნოება და მით უმეტეს აღარც საქართველო გააჩნდათ.
მიხარია, რომ ვცდებოდი!

დღეს 10-15 წლით რომ წავალთ საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ლამისაა, ეროვნებადაც ის ქვეყანა დავიწეროთ ხოლმე ფეისბუქზე, ქუჩაში შეხვედრისას ცხვირის აბზუებაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ.

ის გურჯი ვუპერტალში 642 ნომერი ავტობუსის მძღოლია!”

სხვა სიახლეები

წარმატებული ქართველი ხელოვანის ამერიკული გზა და ქართული გეგმები

Editor

შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო ავტორთა რეიტინგში მე-13 ადგილზეა

Editor

ქართული რესტორანი „კარგი გოგო“ – ამერიკელი წყვილის ახდენილი ოცნება აშშ-ში

Editor

სიდედრის საცვლებში შესრულებული როლი და ლექსი ერთგულ მაყურებელს – დღეს იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა

Editor

პირველი ქართველი, რომელიც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა… – რა უთხრა შაჰ-აბასს გიორგი თორელმა?

Editor

“სოსანი”- თავბრუდამხვევი ქართულ-გერმანული თავგადასავალი

Editor