ლაშა ტალახაძის მორგი ტრიუმფი მსოფლიო თასზე- ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა  ლაშა ტალახაძემ, რომელიც +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის ატაცში 200/210/215კგ დაძლევა და პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. დაძლეული 235/245/255 კილოგრამით მან იგივე შედეგი აკვრაშიც მიიღო და ჯამში დაგროვებული 470 კილოგრამით რომში საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. 

2020 წლის პირველი ოქროს მედლები რომში 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ მოიპოვა. ძალოსანმა ატაცში 170 და 176 კილოგრამი დააფიქსირა, რის შედეგადაც კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ლაშა ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.