უსინათლო ბავშვებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.

ბრაილის შრიფტით აწყობილი 186  და  რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი 15 სასკოლო სახელმძღვანელოს ადაპტირება სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.

„საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა ერთადერთი სკოლა მთლიანად აღიჭურვა ახალი სახელმძღვანელოებით, რომლებიც ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული და რელიეფურ ნახატებსაც მოიცავს. შესაბამისად, მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ტექსტის სახით, ასევე, მიეცემათ საშუალება სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალები შეხების მეშვეობით აღიქვან,“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები