შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოში მხატვარ მაკა დადიანთან შეხვედრა გაიმართა

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩი დავით ჯალაღანია და კონსული ქეთევან ესიაშვილი, საელჩოში, შვეიცარიაში მოღვაწე, ცნობილ ქართველ მხატვარს და მუსიკოსს, ქალბატონ მაკა დადიანს შეხვდნენ. შეხვედრაზე საელჩოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ინიციატივები განიხილეს.

ქალბატონი მაკა დადიანი უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ქ. ციურიხში. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებულად დიდ როლს უთმობს ნამუშევრების შექმნას ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ლტოლვილი ბავშვები, ომის, შიმშილის და ბოროტების მსხვერპლთა თემები. ამასთანავე, დიდი გამოხმაურება და მოწონება აქვს მის, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ  ინოვაციურ ნამუშევრებს, რომელიც  მოძრავი სახვითი ხელოვნების სახითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.