ახალი ამბები განათლება მხოლოდ ქართული სლაიდერი

1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება

1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა  ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება.

„მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან.

დღეს საფრანგეთის უძველეს, მაზარინის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ჩემმა კოლეგამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა იან სორდერმა გვიმასპინძლა. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევან თაქთაქიშვილი.

მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა : უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია: ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა).

ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ ( საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება.

სპეციალური მადლობა მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მაია სიმონიშვილს!”- წერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

სხვა სიახლეები

“იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი” – სახელმძღვანელო ქართველი ემიგრანტებისათვის 

Editor

მოსამართლე ბარბი, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის

Editor

ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა ბრატისლავაში კონცერტი გამართეს

Editor

ძველი თბილისი 1926-1930 წლების ამერიკულ რეპორტაჟში

Editor

ფილადელფიაში 26 ოქტომბერს ქართულ ჭიდაობაში მასობრივი შეჯიბრი მოეწყობა

Editor

,,სამართლებრივი რა? სად? როდის? 3″

Editor