ახალი ამბები დიასპორები ინტერვიუ სლაიდერი

თათია კობალაძემ ”თურქეთის ხმაში” მეორე ეტაპი გადალახა

თათია კობალაძემ თავისი გულშემატკივრები გაახარა. მან ”თურქეთის ხმაში” მეორე ეტაპი გადალახა. პროექტის ტურები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, თათია საქართველოში ჩამოსვლას ვერ ასწრებს და ამიტომ ”ქართული კვირა” მას თურქეთში დაუკავშირდა.

თათია კობალაძე: “ჩემი პირველი მასშტაბური  პროექტი უკრაინის ‘’X ფაქტორი’’ იყო, მერე საქართველოს ‘’X ფაქტორი’’. უკრაინაში ბევრი რამ მასწავლეს და ვისწავლე, ძალიან განვვითარდი. საქართველოს  ‘’X ფაქტორმა’’ გამოცდილება შემძინა.

–   რატომ გადაწყვიტე ‘’თურქეთის ხმაში’’ მონაწილეობა?

–  სიმართლე გითხრათ თავიდან საერთოდ არ მქონდა გეგმაში, რადგან   ბრიტანეთის ‘’ნიჭიერში’’ მოვხვდი და იქ ვაპირებდი გამგზავრებას, თუმცა ვიზის არქონის გამო ვერ წავედი და საელჩოზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე სხვა კონკურსში გამოვსულიყავი და თურქეთი ავირჩიე.  მე თურქული არ ვიცი და ჩემი ოჯახის მეგობარმა გამიწია დახმარება და შემავსებინა ანკეტა. შემდეგ, საკმაოდ ბევრი  შიდა შესარჩევი ტური გავიარე  და საბოლოოდ სატელევიზიო ქასთინგზეც დაგვიბარეს, ჩამოვედით და  პირველ ტურშიც გადამიღეს.

–   რატომ აირჩიეთ   ბეიაზ ოზთურქი მენტორად?

–   იმიტომ ავირჩიე, რომ ბეიაზს  ქართველი  მამა ჰყავს და კიდევ იმიტომ, რომ მან ასეთი რამ მითხრა: – ჩემთან უნდა წამოხვიდე შენ, რადგან მე მინდა წელს პროექტის მოგებაო და მეც შესაბამისად ვუპასუხე, რადგან წინა წელს არ გახდა გამარჯვებული, წელს ერთად გავხდებით ჩემპიონებითქო. ვთვლი, რომ ძალიან კარგი და მაგარი არჩევანი გავაკეთე ამ მხრივ.

–   ახლა რომელ ეტაპზე ხართ?

–   ამჟამად გადალახული გვაქვს საეთერო ტური და მეორე ეტაპი. შემდეგ ეტაპებზე საუბრის უფლება არ მაქვს. ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად არის, მამხნევებს და ეს ძალიან მეხმარება.

ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს თურქი ხალხი დამეხმარება ამ ყველაფერში და, რა თქმა უნდა ,ჩემი  ემიგრანტების, ჩემი საყვარელი ემიგრანტების იმედი მაქვს, ისინი  სულ მამხნევებენ.’’

სხვა სიახლეები

EWAN DOBSON & DENIS CHANG – ცეკვა “ქართული”

Editor

მადატაფასა და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სიაში შეიტანეს

Editor

საქართველომ საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიოს უმსხვილესს კომპანიებს უმასპინძლა

Editor

რაგბი გურულად – სააღდგომო ლელობურთი შუხუთში

Editor

„ჩვენ საქართველოდან ვართ“ – ქართული სივრცე გერმანიაში

Editor

იაპონიაში სწავლისა და მუშაობის მსურველთათვის ვებინარი გაიმართება 

Editor