‘’Grand Palais’’- ში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი
2020 წლის 12-16 თებერვალს, პარიზში, ‘’Grand Palais’’- ში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პატრონაჟით ჩატარდება ფრანგი ხელოვანების 230-ე სალონი, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
წლევანდელ სალონზე საქართველოს წარმოადგენენ მოქანდაკე დარეჯან ბერეკაშვილი, მხატვრები – სპარტაკ კუდბა, აკაკი ძნელაძე, ირინა ტორონჯაძე, ბექა ბოლქვაძე და ფოტოგრაფი ამიკო ქავთარაძე.