საქართველო ‘’ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში გამოვა

როტერდამში გამართული კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველო ‘’ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში გამოვა.

ნახევარფინალის პირველ ნაწილში რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ისრაელის, კვიპროსის, ლიეტუვას, რუმინეთის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, სლოვენიის, ბელგიის, ირლანდიის, ნორვეგიის, ავსტრალიისა და შვედეთის წარმომადგენლებს მოვუსმენთ, ხოლო მეორე ნაწილში კი ავსტრიის, მოლდოვას, სან-მარინოს, სერბეთის, ისლანდიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, დანიის, ბულგარეთის, შვეიცარიის, ფინეთის, სომხეთის, ლატვიის, პორტუგალიის და ალბანეთის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა საქართველოს.

‘’ევროვიზიაზე’’ სულ 41 ქვეყანა მონაწილეობს.

„ევროვიზია 2020″ ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება და საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

თორნიკე ყიფიანს მსმენელი კარგად იცნობს. ის 2016 წლის ‘’ X-Factor’’ – ის და ‘’საქართველოს ვარსკვლავი 2019“ – ის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები