პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ერთ-ერთ მოედანს ქართველი ოფიცრების სახელი ეწოდა
“მნიშვნელოვანი დღეა დღეს ვროცლავში, სადაც საელჩოსა და საპატიო კონსულის ინიციატივით, ქალაქის პრეზიდენტისა და საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ წრიულ მოედანს ამიერიდან დაერქვა „პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების“ სახელი – წერს პოლონეთში საქართველოს ელჩი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთის არმიაში არაერთი ქართველი ოფიცერი მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართველი იუნკრების ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და მათ სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთისა და საბერძნეთის არმიაში. თუმცა უმეტესობა წავიდა პოლონეთის არმიაში. რამდენიმე ქართველი, რომელიც პოლონეთის არმიაში მსახურობდა, კატინის ტყეში დახვრიტეს.