ვერცხლი და ბრინჯაო რომის მსოფლიო თასზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა სპორტული სეზონი რომის მსოფლიო თასით გახსნა.

რომაულ ფიცარნაგზე, რომელსაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს, საქართველოს ნაკრებიდან პირველი შოთა მიშველიძე გამოვიდა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსაპარეზე მიშველიძეს ატაცში 131 კილოგრამის დაძლევით მეორე შედეგი ჰქონდა, მეორე იყო აკვრაშიც, სადაც 155 კილოგრამი დაიმორჩილა.  მიშველიძე ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამით ვერცხლის მედალოსანი გახდა და მნიშვნელოვანი სალიცენზიო ქულებიც ჩაიწერა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მედლები მოიპოვა გოგა ჩხეიძემ. საქართველოს ნაკრების წევრი ატაცში 133 კილოგრამით მეოთხე იყო, აკვრაში დაძლეული 158 კილოგრამით კი მესამე. ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 291 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტოკიოს სალიცენზიო ქულების მარაგიც გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები