ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურგულიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოკრივემ თბილისის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გამართულ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მექსიკელი ედგარ ორტეგა 12-რაუნდიანი ორთაბრძოლის მე-8 რაუნდში  ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა გურგულიანმა ამ გამარჯვებით, მის მიერ 2019 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიცვა, WBF-ის ვერსიით. აღნიშნული ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა საქართველოში პირველად ჩატარდა.

გურგულიანისა და ორტეგას დაპირისპირებამდე, საკრივო რინგზე ქართველი მოკრივეების მონაწილეობით 12 სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.