2019 წელს საქართველომ ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა

2019 წლის მონაცემებით  რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. გაზრდილია და მათ შორის, რეკორდულია სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის მოცულობა:

  • ღვინის ექსპორტი: 223 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +13.2%);
  • მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი: 133.5 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 21.2%);
  • თხილის ექსპორტი ზრდა: 67 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 10.6%).
  • ტანსაცმლის ექსპორტი: 56.9 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 53.2%);
  • ციტრუსის ექსპორტი: 21 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 44.4%);
  • ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს ექსპორტი: 13 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +53.2%);
  • სანელებლების ექსპორტი: 11 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 24.7%);
  • ვაშლის, მსხლის და კომშის ექსპორტი: 5 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 210 %);
  • 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

2019 წლის ექსპორტის მოცულობა 3.8 მილიარდი აშშ დოლარს აღწევს და წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით ექსპორტი 18.7%-ით გაიზარდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა +13%ია .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები