დანიაში საქართველოსა და სომხეთის შესახებ სამოგზაურო წიგნი გამოიცა

დანიური გამომცემლობა “POLITIKEN”-ის მიერ საქართველოსა და სომხეთის შესახებ 144-გვერდიანი სამოგზაურო წიგნი  მომზადდა.

წიგნი მდიდარია ორი ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციით და ძირითადად განკუთვნილია იმ დანიელებისათვის, რომლებიც ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავენ.

ასევე, წიგნი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ტურისტული შესაძლებლობებით დანიური საზოგადოების დაინტერესებას.

“ორივე ქვეყანას აქვს ულამაზესი, ზღაპრული პეიზაჟები, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიცია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ისტორია და განსხვავებულად განვითარებული თანამედროვეობა” – წერია წიგნის წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები