საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მექსიკის უნივერსიტეტის პარტნიორი ხდება

მორელოსის შტატის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება, – ამის შესახებ განცხადებას მეხიკოში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. 

​მორელოსის შტატის ავტონომიურ უნივერსიტეტსა (UAEM) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 24 იანვარს ქალაქ კუერნავაკაში მოეწერა.

საზეიმო ცერემონიას და საქართველოს ელჩს, ზურაბ ერისთავს უნივერსიტეტის რექტორმა, გუსტავო ურკისა ბელტრანმა უმასპინძლა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ მორელოსის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი ნოდარ ვახანია და საელჩოს მრჩეველი, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.