პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა 

“მიმდინარე წლის 25 იანვარს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და 2 ჩანთა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მოგზაურს, რომელმაც ველომოგზაურბისას უკვე გაიარა 11 ქვეყანა და დაახლოებით 7500 კილომეტრი, ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ჰოსტელის ეზოდან 26 იანვარს მოჰპარეს.

მოპარული ველოსიპედის სანაცვლოდ, მოგზაურს საქართველოში ახალი აჩუქეს და კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმედღიანი დასვენებაც მოუწყვეს. დღეს კი კემპბელს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.