“მტკვრის შესანიშნავი შვიდეული”

“– ჰეი!!! ვინა ხართ თქვენა?
– ჩვენ თბილისელები ვართ!
– ნახე, როგორი ზაგარი გვაქვს, მარტო მტკვრის წყალმა და მეტეხზე დაკიდებულმა მზემ იცის ეგრე – კანი შავი და თან რბილი…
– ნახე, რა დიხანია გვაქვს, რკინის ხიდიდან ჩამოვყვებით ხოლმე მდინარეს, არ გვეშინია! ეხლა ძაან მოგვაშია წყალმა, მაგრამ, აგე, ახლოა ძია მიშას ფურნე და გავძღებით მანდ ცხელი ლავაშით. მერე კოჭობანა მეიდანზე და წავალთ-წამოვალთ კიდეც ჩვენ-ჩვენ სახლებში – ხვალამდე.
ღამით კიდე დაგვესიზმრება ორი კაცი. ერთი გრძელი მუნდშტუკით და მეორე კიდე, აი, ძაან მაგარი ფოტოაპარატით!
მერე გავიზრდებით, ბევრჯერ მოვეფერებით საყვარელ შვილებს და იმათ შვილებსაც! სულ მერე კიდე აღარ ვიქნებით და ვინც დარჩება, ის ალბათ გაიგებს, რო მუნშტუკს ეწეოდა ჯონ სტეინბეკი და თბილისში ეს ერთადერთი ფერადი სურათი კონტაქსის კამერით გადაგვიღო რობერტ კაპამ.
ეხლა კი 1947 წელია და ჩვენ მტკვრის შესანიშნავი შვიდეული ვართ.
ჩვენ თბილისელები ვართ!” 

Soso Goliadze-ს ფოტო.

Soso Goliadze 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.