ესპანეთში აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან 

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი,  იზაბელ ოლივერი გაეცნო.

ის საქართველოს სტენდს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ილია გიორგაძესთან ერთად სტუმრობდა.

გამოფენის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტინე ძიძიგური რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ესპანეთის პარალელურად, აჭარის ტურისტულ პოტენციალს უტრეხტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.