„ბიჭი ხიდზე: ჯონ შალიკაშვილის ამერიკული წარმატების ისტორია“

ენდრიუ მარბლის ავტორობით გამოსული წიგნი – „ბიჭი ხიდზე: ჯონ შალიკაშვილის ამერიკული წარმატების ისტორია“ აღწერს ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის გულისხმიერ პიროვნებასა და გამორჩეულ პროფესიონალიზმს.

გენერალი შალიკაშვილი ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელი იყო 1992-1993 წლებში და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი – 1993-1997 წლებში.

გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შესახებ გამოცემული პირველი ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის ატაშეს მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველი, სოფიო გეგეჭკორიც ესწრებოდნენ. 

უახლოეს მომავალში წიგნის პრეზენტაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოც უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები