30 იანვარს ბაირონ ქეითის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება – წიგნი, რომელიც შენს 2020 წელს რადიკალურად შეცვლის

30 იანვარს, 19:30 სთ-ზე, სასტუმრო ‘’ბილტმორში’’  ცნობილი ამერიკელი ავტორისა და სპიკერის, ბაირონ ქეითის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

ახალი წიგნის სახელწოდებაა “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ შევწყვიტოთ სიყვარულის, აღიარების, დაფასების გარეთ ძიება და როგორ ვიპოვოთ ის საკუთარ თავში. წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, სიყვარული, აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილება და მისგან გათავისუფლების ხერხები.

ნაწარმოები თვით-დახმარების ჟანრისაა და ის თავისი პრაქტიკული რეკომენდაციებით, სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით, ნამდვილი ისტორიებითა და ამბებით მკითხველს ეხმარება, ისწავლოს სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით კი, ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.

წიგნის მთარგმნელი და პროექტის ავტორი თინათინ ბასილაიაა. იგი არის ფსიქოლოგი, ქოუჩი და ბაირონ ქეითის მოსწავლე, ასევე, მისი ფსიქოლოგიური მეთოდის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. თინათინის მიზანია, წიგნის მეშვეობით ხელი შეუწყოს საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და ოჯახური ძალადობის შემცირებას.

წიგნის პრეზენტაციაზე კალიფორნიიდან ექსკლუზიურად ლაივით ჩაერთვება წიგნის ავტორიც – ბაირონ ქეითიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები