19 თებერვალს სოფიაში გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
ექსპოზიცია სახელწოდებით „სამოთხის შეხება“ ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის, გიორგი სისაურის მიერ შექმნილ, ქართული ანბანის 38 საზედაო ასოს, მინიატურებს და გრაფიკულ ნამუშევრებს გააერთიანებს და მისი ნახვა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, სან სტეფანოს გალერეაში ორი კვირის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
ექსპოზიცია ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ბულგარეთში საქართველოს დიასპორის ორგანიზებითა და ხელშეწყობით იმართება.
გამოფენა 19 თებერვალს გაიხსნება და 6 მარტამდე გასტანს.
გიორგი სისაური ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარია. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს შედგა, ხოლო მისი ნამუშევრები 2018 წელს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში იყო გამოფენილი. გიორგი სისაურს შანელის მოდის სახლის მოსაწვევები და ღია ბარათები აქვს გაფორმებული.