მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები 4 ძალოსნით იასპარეზებს
დღეს იტალიაში სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 4 ძალოსნით წარსდგება: შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე.
იტალიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარსდგება და ასპარეზობა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.