ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედის ნაცვლად ახალი აჩუქეს

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ ველომოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს:

“ასეთია ქართული სტუმარმასპინძლობა

ჩვენს ბრიტანელ სტუმარს – როუან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 

🚲 ველოსიპედი – Bikes.ge
🏨 ორი ღამე სასტუმროში “Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი
🏨 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”… ”

– წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მოგზაურს, რომელმაც ველომოგზაურბისას უკვე გაიარა 11 ქვეყანა და დაახლოებით 7500 კილომეტრი, ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ჰოსტელის ეზოდან 26 იანვარს მოჰპარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები