კიევში ქართული დიასპორის შეკრება გაიმართა 

უკრაინის დედაქალაქ კიევში ქართული დიასპორის შეკრება და საქართველოს ელჩთან შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა. ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე  სრულიად უკრაინის საზოგადოებრივ გაერთიანება „გეორგიასთან “ არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იბერიას“ ეწვია.

ელჩი პირადად გაეცნო საკვირაო სკოლის სამუშაო პროცესს, გაესაუბრა მასწავლებლებს და მოსწავლეებს. შეხვედრის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მათ წინაშე არსებულ ყველა პრობლემაზე, მათ შორის, უკრაინაში ქართველების დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ელჩთან ერთად სამომავლოდ თანამშრომლობისა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებიც დასახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.