ვიქტორია ლენიშინის მასტერკლასი ”პირველებისგან”

1 თებერვალს, მხატვრული ტანვარჯიშის კლუბის ‘’პირველები’’ მოწვევით, საქართველოში პირველად,  საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი მხატვრულ ტანვარჯიშში – ვიქტორია ლენიშინი  მასტერკლასს ჩაატარებს.

ვიქტორია ლენიშინი უკრაინის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიო თასის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ოლიმპიური თამაშების (2012 წ.) ფინალისტი, გამოცდილი მწვრთნელი და ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასტერკლასების ავტორი გახლავთ.

მასტერკლასი ჩატარდება 2 ასაკობრივ ჯგუფად: 4-დან 8 წლამდე – 12.00 საათიდან 14.00 სთ.-მდე და 8-წლიდან 14 წლამდე – 14.00 სთ-დან 16.00 სთ.-მდე

მასტერკლასზე დასწრებისათვის აუცილებელია: სპორტული სამოსი (მაისური, ელასტიკი, თეთრი წინდა), ბურთი, სახტუნაო, სპორტული ლახტი.

მასტერკლასსზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები