თუშეთი – ფოლკლორული ზეპირსიტყვიერება და მუსიკა
ათონის დარბაზში შეხვედრათა ახალი ციკლი – “მოვიაროთ საქართველო” იწყება.
30 იანვრის საღამო ულამაზეს თუშეთზე საუბარს ეძღვნება.
ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე თუშეთის ტრადიციებსა და ზეპირსიტყვიერებაზე ისაუბრებს. საღამოს თუშური ჰანგებით გაალამაზებს ლოტბარი ლელა თათარაიძე.
დასაწყისი 20:00 საათზე
დასწრება თავისუფალია