ტურისტული კომპანია “Cool Travel Georgia” სლოვაკებს საქართველოს გააცნობს

სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ბრატისლავაში მდებარე საგამოფენო ცენტრ  “INCHEBA”-ში ყოველწლიური ტურისტული გამოფენა “ITF Slovakiatour “ გაიხსნა.

წელს, ბრატისლავის ტურისტულ გამოფენაზე თავისი სტენდით არის წარმოდგენილი ქართული ტურისტული კომპანია “Cool Travel Georgia”, რომელიც სლოვაკ დამთვალიერებელს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს და  დაინტერესებულ სტუმრებს სხვადასხვა სამოგზაურო ტურებს შესთავაზებს.

გამოფენა 27 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები