„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“- ნანა ჯორჯაძის ფილმს აშშ-ში უჩვენებენ

ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენება 29 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება. პროექტი ეროვნული კინოცენტრისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით იმართება და მაყურებლებს პერიოდულად სთავაზობს კლასიკური და თანამედროვე ფილმების ჩვენებებს ვაშინგტონში. 

რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ამ ფილმისათვის Hollywood International Independent Documentary Awards მიიღო. დოკუმენტური ფილმი საქართველოსა და ღვინის დაყენების 8000-წლიანი კულტურის შესახებ უყვება მაყურებელს. იგი 2016 წელს სომელიეთა ასოციაციის მხარდაჭერით გადაიღეს.

ფილმის ჩვენება ვაშინგტონში ორიგინალურ ქართულ ენაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები