სერბეთში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ცნობილი სერბი სომელიეების, ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციები და ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები გააცნეს.

ღონისძიების შედეგად მომზადდება სტატიები და სიუჟეტები საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ, რაც შეუწყობს სერბეთში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის დაწყებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები