საქართველოს ელჩი თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ „ბურსის ბათუმელთა კულტურისა და დახმარების საზოგადოებისა“ და „ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საელჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება. შეხვედრისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

ამასთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.