„The Tree of Life“ – ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში გაიმართა

ნიუ-იორკში, „Ground Floor Gallery“-ში ქართველი ახალგაზრდა შემოქმედის, მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა – „The Tree of Life“ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამის მიერ სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში შესრულებული ტილოები.

„მნიშვენელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოსცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი, სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამიანებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე“, – ამბობს მარიამი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

ახლო მომავალში ნიუ-იორკში მარიამ მაღლაკელიძის  რამდენიმე პერსონალური გამოფენა იგეგმება.

წყარო: ინტერპრესნიუსი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.