მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სტუდენტები კომაროვის სკოლას ესტუმრნენ

კომაროვის კურსდამთავრებულები, ელენე მაჩაიძე და გიორგი კლდიაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით სწავლობენ. 

კურსდამთავრებულები, კომაროვის სკოლას ესტუმრნენ; ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია MIT-ში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის კულტურის შესახებ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს და MIT-ის ბაკალავრის პროგრამაზე სულ ხუთ კომაროვის კურსდამთავრებულს აქვს სრული დაფინანსება მოპოვებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები