“ყველა ემიგრანტს ერთი ტკივილი აქვს”- წერილი საბერძნეთიდან 

“ქართულ კვირას” საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი უკავშირდება და საკუთარ ემოციებს უზიარებს. ლელა რამდენიმე წელია საბერძნეთში ცხოვრობს და ასეულობით კილომეტრით შორს ინახავს საკუთარი ოჯახისა და მეგობრების – უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი თავის მონატრებას. ვინაობის სრულად გამხელაზე უარს ამბობს, რადგან თვლის, რომ სათქმელთან ამას კავშირი არ აქვს. ლელას სიტყვებიც ისეთივეა, როგორც სხვების, იმავეს ამბობს, რასაც ნებისმიერი მათგანი გრძნობს –  ყველა ემიგრანტს ერთი ტკივილი აქვს. 

მენატრება…

-ჩემს საწოლში უდარდელად ძილი მენატრება, -ფუსფუსი სამზარეულოში,  მხოლოდ მაშინ როცა მე მინდა…

-სახლში იმ დროს დაბრუნება, როცა მე გადავწყვეტ, ახსნა-განმარტებებისა და კრიტიკის გარეშე…

-მენატრება წიგნის კითხვაში გათენებული ღამეები ან ტელევიზორთან საყვარელი ფილმის ყურებისას დაღვრილი ცრემლები…

-სახლში მთელი ხმით სიმღერა მენატრება…

-მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა და გულწრფელი ღიმილი და ჩახუტება მენატრება…

-დილით ყავით ტკბობა მენატრება,ან თუნდაც ეზოში ფეხშიშველი სიარული…

-უდროოდ და მოულოდნელად მოსული სტუმრის სიხარული მენატრება…

-შეხვედრაზე დაგვიანებაც მენატრება და ნებისმიერი დაგეგმილი დღის ბოლო წამში გაუქმებაც…

– მენატრება… -ჩემი თავი მენატრება… – ჩემი ცხოვრება მენატრება -ია მენატრება… შეიძლება ძალიან უცნაურია მაგრამ (ყოველგვარი წუწუნის გარეშე) ადამიანურად ცხოვრება მენატრება..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები