ფოტომახის უიშვიათესი კადრი – წითელი ნუსხით დაცული ფოცხვერი კინტრიშის ნაკრძალიდან 

კავკასიური ფიცხვერი ფოტო მახის ობიექტივმა კინტრიშის ეროვნულ ნაკრძალში დააფიქსირა – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელოებს

როგორც სააგენტოში ამბობენ, ფოცხვერი ძალიან იშვიათდ ხვდება კამერების ობიექტივში. ამ სახეობის ცხოველს ახასიათებს განსაკუთრებული სისწრაფე და კლდეზე კარგად ცოცვის უნარი. როგორც წესი, იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებთა და ფრინველებით, თუმცა ხშირად თავს ესხმის ირემს, ცხვარსა და ძროხას. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიური ღამის საათებშია.

ფოცხვერი საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია, როგორც CR ანუ გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაზე მყოფი სახეობა, რომლის ძალიან მცირე პოპულაციაა შემორჩენილი და მკვეთრადაა შემცირებული გეოგრაფიული გავრცელების არეალიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.