დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა „ნიჟარების ჰარმონია” გაიხსნა

თბილისის ისტორიის მუზეუმში  დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა „ნიჟარების ჰარმონია” გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი 60-მდე კომპოზიცია ბიბლიურ თემებსა და განყენებულ მოტივებზე.

დეკანოზი 12 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევა.

დიმიტრი ნასყიდას-ძე სუხიტაშვილი დაიბადა 1952 წელს ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო სოლაშენში. საშუალო განათლება მიიღო რუსთავში, შემდეგ დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია. 1986 წელს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, 1987 წელს კი მღვდლად. ამჟამად მსახურობს თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.

გამოფენა  4 თებერვლამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.