ტატუ – ‘’ხაჭაპური’’ და ‘’აღარ მინდა ჭაჭა’’ – მოულოდნელი შეხვედრა რომში

როგორ ფიქრობთ, საქართველოში, ან მსოფლიოში,  რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ხელზე წარწერა – ტატუ – ‘’ხაჭაპური’’, ან ‘’აღარ მინდა ჭაჭა’’? ალბათ გეღიმებათ, თუმცა ასეთი 1 ტატუს არსებობაში ეჭვი  აღარავის შეგეპარებათ, როდესაც  დამადასტურებელ ფოტომასალას ნახავთ და პატარა ამბავსაც წაიკითხავთ, რომელიც  ლელა ტაბეშაძემ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

‘’საღამო მშვიდობისა მეგობრებო. დღეს ერთი სასიამოვნო თავგადასავალი შემემთხვა. მოგეხსენებათ, რომ  რომის ცენტრში, რესტორანში ვმუშაობ. თითქმის მთელი მსოფლიოდან მოდიან სტუმრები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეებიც, რაც, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს მანიჭებს. მხვდებიან იტალიელები, რომლებმაც იციან სად არის საქართველო, იციან რომ ჩვენი ღვინო, თავის დამსახურებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე, რომ გვაქვს უმშვენიერესი ბუნება, კულტურა და ა.შ.

ამ საღამოს შეგვიკეთეს 5 კაციანი ჯგუფისთვის მაგიდა: პირველად შემოვიდნენ იტალიელები, ორ უცხოელთან ერთად და მოგვიანებით შემოუერთდათ მე – 5 – ე, ყველაზე მთავარი პერსონაჟი. მომსახურეობის დროს, ყური მოვკარი სითყვას ხაჭაპური, ცოტა გამიკვირდა, მერე ვკითხე, რა სიტყვა ახსენეთქო – ხაჭაპურიო. რატომ, შენ ქართველი ხარ??? გაიშიშვლა მკლავები და მაჩვენებს, ნახე რა მაწერიაო …

მოკლედ, აღმოჩნდა ქართველებზე შეყვარებული ადამსი. რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათის გარეშე არ გავუშვი. ჯგუფი, როგორც კი ვახსენე, კი, რა თქმა უნდა ვიციო.

მოკლედ, მსოფლიო რა პატარაა… რომის 11 ათასამდე რესტორანში, ასეთი მოულოდნელი შეხვედრები ხდება!’’

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.