მადრიდში, ტურისტულ გამოფენაზე – “FITUR 2020” საქართველო არის წარმოდგენილი

მიმდინარე წლის 22 – 26 იანვარს, ქ. მადრიდში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე – “FITUR 2020”- არის წარმოდგენილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყობა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, დააგემოვნონ ქართული ღვინო და კულინარია, ასევე ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა საქართველოს თოთხმეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე “FITUR 2020” 160- ზე მეტი ქვეყნიდან 9500 კომპანია მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორები გამოფენაზე 15.000 სტუმარს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.