აბო იაშაღაშვილი ინდოეთში მიემგზავრება

მწერალთა სახლის ხელშეწყობით პირველად მიდის ქართველი ავტორი ინდოეთში. 

მწერალი აბო იაშაღაშვილი  მონაწილეობას მიიღებს მათრუბუმის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში და სხვადასხვა ღონისძიებაში.

29 იანვარს ნიუ დელიში აბო იაშაღაშვილი სამ ავტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში ,,საღამო ევროპელ ავტორებთან და ლიტერატორებთან ერთად”.

ქალაქ ტრივანდრუმში მწერალი ,,მათრუბუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის” მიწვევით გაემგზავრება და 30 იანვრიდან 3 თებერვლამდე გამართულ ღონისძიებებში ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები