საქართველო საელჩო ჩინეთში მოქალაქეებს აფრთხილებს
“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავოთ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, რომელიც წარმოადგენს ინფექციის კერას. ვინაიდან ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“, ასევე მოგიწოდებთ გამოიყენოთ პირბადე და თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელდა ახალი ტიპის ვირუსი, რომელიც პნევმონიას იწვევს. ამ დროისათვის ვირუსის შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა და რისკის ჯგუფში მყოფთა უმრავლესობა კი იზოლირებულია. როგორც ჩინეთის მთავრობა განმარტავს, ამბავი იმის შესახებ, თითქოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი ძალიან საშიშად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი ყველაფერს აკეთებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.